ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს

ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან არასრულწლოვანი სავარაუდოდ, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს.

დაჭრილი მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძლებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია