საქართველოში „კარტერ’ს-ის“ პირველი ოფიციალური მაღაზია იხსნება - პირველადი საინვესტიციო ბიუჯეტი 2 მლნ ლარია

„გალერია თბილისში“ საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის „კარტერ’ს-ის“ პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნება. პროექტს ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ ახორციელებს და პირველადი საინვესტიციო ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.

2023 წლიდან კი იგეგმება „კარტერ’ს-ის“ დამოუკიდებელი მაღაზიების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით.

„გეფას“ ფრანშიზების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ნანა ჭანტურიას განცხადებით პროდუქციის ჯპს-სა და „ფარმადეპოს“ ქსელში გაშლა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, უმაღლესი ხარისხის საბავშვო ტანსაცმელი და აქსესუარები კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

„მოხარული ვართ, რომ ყველასთვის საყვარელი ბრენდის უახლესი კოლექციების შეძენა უკვე საქართველოშიც შესაძლებელი იქნება. გვაქვს განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა. გარდა დამოუკიდებელი მაღაზიისა, სადაც სრული კოლექცია იქნება წარმოდგენილი, „კარტერ’ს-ის“ პროდუქცია მალე ჯპს-სა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებშიც იქნება ხელმისაწვდომი, გვეწვიეთ 21 ნოემბერს გახსნის ღონისძიებაზე, ერთად აღვნიშნოთ ბრენდის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე,“ - განაცხადა ნანა ჭანტურიამ.

ამერიკული ბრენდი „კარტერ’ს-ი“ 1865 წელს უილიამ კარტერსმა დააარსა და უკვე 156-წლიან ისტორიას მოიცავს. ბრენდი მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული და მრავალფეროვანი კოლექციებით არის ცნობილი.

„კარტერ’ს-ი“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და უახლეს, მუდამ განახლებად კოლექციებს შესთავაზებს. მისი ოფიციალური მაღაზია კი 21 ნოემბერს 17:00 საათზე „გალერია თბილისის“ მესამე სართულზე საზეიმოდ გაიხსნება. კომპანიის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან ერთად საზეიმო ლენტს გაჭრიან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საზეიმო გარემოში გაეცნონ უახლეს კოლექციებს, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებითა და მონაწილეობა მიიღონ წამახალისებელ გათამაშებაში.

„კარტერ’ს-ის“ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თამარ ცაგარეიშვილმა ბრენდის ხედვასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ყველასათვის საყვარელ ბრენდ „კარტერ’ს-ს“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. „კარტერ’ს-ის“ ხედვით, არავინ იცნობს ბავშვებს იმაზე უკეთ, ვიდრე კომპანიის ოჯახი. დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი მისიაა შეუქმნას კომფორტი და დაცულობის შეგრძნება ბავშვებსა და მათ მშობლებს. სწორედ, ამ სლოგანით აერთიანებს „კარტერ’ს-ი“ თავის მომხმარებლებს -„დასაწყისიდან ერთად“, „მომავლისკენ სიყვარულით“. ბავშვობა დღესასწაულია - სწორედ ამიტომ, „კარტერ’ს-ი“ მუდამ ანებივრებს ბავშვებს ფერადი კოლექციებით, პატარა და საყვარელი პერსონაჟები კი შექმნილია მხიარულებისა და სიყვარულის ინსპირაციით, რომელიც ბავშვებს შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში,“ - განაცხადა მან.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში „კარტერ’ს-ი“ განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედი სწორედ „კარტერ’ს-ზე“ მოდის. ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც „კარტერ’ს-ისა“ და „ოშკოშის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის გამო, ბრენდს საქართველოში საკმაოდ კარგად იცნობენ.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს