აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ხონის დევნილთა დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამის - „დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის“ ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.

„პროგრამები, რომლის ფარგლებშიც დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისთვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას“,- განაცხადა დავით ფაცაციამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა