ბათუმის პორტის თანამშრომლების ინფორმაციით, ორ საათზე მეტია, ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე გამნაღმველები მუშაობენ

ბათუმის პორტის თანამშრომლების ინფორმაციით, ორ საათზე მეტია, ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე გამნაღმველები მუშაობენ

ბათუმის პორტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ინფორმაციით, საკონტეინერო ტერმინალში ორ საათზე მეტია, ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე გამნაღმველები მუშაობენ.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემის ტერმინალიდან დაძვრის შემთხვევაში ნაღმი აფეთქდება. არ ვიცი დეტალები რა ხდება, ჩვენ ჩვეულებრივად ვმუშაობთ”,- აცხადებენ პორტის თანამშრომლები.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და თქვა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია.