"კარფურის" ახალი კამპანია - „მცირე ცვლილებები - დიდი შედეგები“

„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშით ისწავლონ გარემოზე ზრუნვა.

„კარფურისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რასაც ხაზს უსვამს ბრენდის მიერ არაერთი გარემოსდაცვითი კამპანიისა და სიახლეების დანერგვა, მათ შორის მრავალჯერადი ჩანთების და ელექტრონული ქვითრების შესაძლებლობა.

ამჯერად, „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ პირველი სასარგებლო, ეკომეგობრული თამაშის ბარათები, რომელიც ბავშვებს თამაშით ასწავლის გარემოზე ზრუნვას.

ბარათებზე განთავსებულია ეკო-გმირები, რომლებიც ზრუნავენ სისუფთავეზე და გარემოს გაუმჯობესებაზე, სულ არის 24 ეკო-გმირი. თითოეული მათგანი კი გვასწავლის ერთ ეკომეგობრულ ჩვევას, მაგალითად „თუთა“ გვასწავლის, რომ „შევამციროთ ნარჩენები და შევიძინოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გვჭირდება“.

თამაშის გამოყენება ძალიან მარტივია, მასზე განთავსებულია სპეციალური QR/ელექტრონული კოდი, რომლის დასკანერებითაც აპლიკაციის მეშვეობით ბავშვებს შეუძლიათ ეკო-გმირების გაცოცხლება და თამაში.

Joykis-ის თამაში „კარფურის“ ყველა ფილიალში ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ წიგნი ეკო-გმირების ისტორიებით, ბრენდირებული, სახალისო ჭიქები და „ჯადოსნური ყუთი“, ჯადოსნური ყუთი“, რომელშიც განთავსებულია სპეციალური ეკო-ბარათი, რომლიდანაც დარგვის შედეგად რეალური მცენარე იზრდება.

ბარათების ღირებულება სამი ლარი იქნება, თუმცა ყოველ 5 ლარის შენაძენზე ბარათს მხოლოდ 30 თეთრად შეიძენენ. "საქართველოს ბანკით" გადახდისას კი, მიიღებენ ფასდაკლებას ბარათების გაორმაგებულ რაოდენობაზე. აქცია ასევე, მოქმედებს პარტნიორი პროდუქტების შეძენისას.

იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ Joykis-ის ეკო-გმირების შეძენა და 24 გმირის შეგროვება, არ უნდა დაავიწყდეთ "მაიქლაბის" დასკანერება. "მაიქლაბი" არის "კარფურის" დაგროვების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დაგროვილი ქულების გამოყენება "კარფურში" ნებისმიერ პროდუქტის შესაძენად არის შესაძლებელი.

„კარფურისთვის“ მნიშვნელოვანია სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო