ამანათების გზავნილები მთელი მსოფლიოს მიმართულებით - Boxette Georgia მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილ პირობებს სთავაზობს

კომპანია Boxette Georgia, საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფის, Boxette logistics and fulfillment-ს წევრია. ბიზნეს ჯგუფი წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, გერმანია, უკრაინა, თურქეთი, საქართველო და უზბეკეთი. კომპანია საქართველოს ბაზარზე უკვე ორ წელზე მეტია ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, მთელი მსოფლიოს მიმართულებით, ამანათების გზავნილებს, მისამართზე მიტანით, ყველაზე მოკლე ვადებში და ყველაზე ხელმისაწვდომი ტარიფებით.

საქართველოს ბაზარზე შემოსვლისას, Boxette Georgia-ს ძირითად მიზნობრივ მომხმარებლებს წარმოადგენდნენ მცირე მეწარმეები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას ყიდდნენ ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა Amazon, eBay, Etsy და Shopify და საჭიროებდნენ მათ ტრანსპორტირებას საქართველოდან დანიშნულების ქვეყნებამდე. კომპანიის სერვისების გამოყენებით, მცირე მეწარმეებმა შეძლეს, შეემცირებინათ ტრანსპორტირების ვადები მინიმუმ ორჯერ, ხოლო ხარჯები - 30-40%-ით.

დღესდღეობით, კომპანია აგზავნის როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციული სახის ამანათებს, საქართველოდან, ამერიკაში, ევროკავშირსა და მსოფლიოს 220-ზე მეტი მიმართულებით, მისამართზე მიტანით. ამასთანავე, ამერიკის ხუთ შტატში - პენსილვანია, ფლორიდა, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და ილინოისი, მოქმედებს სპეციალური ტარიფები 4კგ-ზე მძიმე ამანათებისათვის.

ამერიკის მიმართულებით ნებადართულია ისეთი საკვები პროდუქტების გაგზავნა, როგორიცაა ჩურჩხელა, სუნელები, ტყლაპი და ა.შ. ევროკავშირის მიმართულებით, ამ ეტაპზე საკვები პროდუქცია ამანათების სახით არ იგზავნება.

სულ ახლახანს, Boxette Georgia-მ მომხმარებლებს შესთავაზა ახალი პროდუქტი - ექსპრეს გზავნილები ამერიკის მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს ამანათის მიტანას, ადრესატის მისამართამდე, გაგზავნიდან 6-8 დღის ვადაში. ავია რეისები ხორციელდება ყოველკვირეულად.

როგორც Boxette Georgia-ში აცხადებენ, მათი დახმარებით გაგზავნილი ამანათები ადრესატთან ჩადის მაქსიმალურად სწრაფად, უსაფრთხოდ და ყოველგვარი დაზიანების გარეშე, რაც კომპანიას მნიშვნელოვნად გამოარჩევს ბაზარზე არსებული სხვა ანალოგიური სერვისების მომწოდებლებისგან.

ამანათის გაგზავნის მსურველებს საშუალება ეძლევათ, დაარეგისტრირონ გზავნილი კომპანიის ვებ-გვერდზე, პირად კაბინეტში. ამ მოქნილი ონლაინ სერვისის დახმარებით მათ შეუძლიათ, გამოითვალონ და გადაიხადონ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება, აკონტროლონ გზავნილის თრექინგ-კოდი და სტატუსი, რაც საგრძნობლად ამარტივებს ამანათის გაგზავნის პროცესს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა