საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ამერიკული ბრენდის „კარტერ’სის“ პირველი მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა

უმაღლესი ხარისხის საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი „კარტერ’ს-ი“ უკვე საქართველოშია. ბრენდის პირველი მაღაზია „გალერია თბილისის“ მესამე სართულზე 21 ნოემბერს გაიხსნა.

პროექტს ფარმაცევტული კომპანია გეფა ახორციელებს. პირველი მაღაზია ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აშშ-ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან ერთად გახსნეს. ღონისძიებაზე მისულ მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ უახლეს კოლექციებს, ესარგებლათ სპეციალური ფასდაკლებით, მონაწილეობა მიეღოთ წამახალისებელ გათამაშებაში და მოეგოთ საჩუქრები ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვის. „კარტერ’ს-მა“ პირველი მომხმარებლები უკვე დაასაჩუქრა და ფასდაკლებებსა და სიურპრიზებს მათ მომავალშიც შესთავაზებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქვეყანაში კიდევ ერთი მსხვილი ამერიკული ბიზნესის შემოსვლა შეაფასა:

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ამერიკული ბრენდი „კარტერ’სი“ შემოვიდა. ეს არის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდი, 150 წლის ისტორიით და ის ამერიკელი მშობლების საყვარელ პროდუქციას აერთიანებს. იმედია, ასე იქნება ქართველებისთვისაც. აშშ-ის საელჩო საქართველოში ძალისხმევას არ იშურებს, მხარი დაუჭიროს ამერიკული კომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე. „კარტერ’სის“ შემოსვლაც ამის ერთ-ერთი მაგალითია,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

„კარტერ’სი“ დაახლოებით 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი 1000-ზე მეტი მაღაზიით. ბრენდს ენდობიან განვითარებულ ქვეყნებში, სადაც უმაღლესი ხარისხის საბავშვო პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.

კომპანიის საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტის ენდრიუ ნაითის განცხადებით, „კარტერ’ს-ისთვის“ ქართულ ბაზარზე ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია.

„მოხარულები ვართ საქართველოში „კარტერ’ს-ის“ ბრენდის შემოყვანით, ჩვენს ოფიციალურ პარტნიორ ორგანიზაცია გეფასთან ერთად. სასიამოვნოა, რომ ქართული ოჯახებისთვის შემოგვაქვს „კარტერ’ს-ის“ ავთენტური პროდუქცია, რომელიც იქნება იმავე ხარისხისა და ღირებულების, რითაც აშშ-შია ცნობილი,“ - განაცხადა ენდრიუ ნაითმა, „კარტერ’ს-ის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიის გახსნიდან უმოკლეს დროში დაგეგმილია ბრენდის შეტანა ჯპს-სა და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში, ხოლო 2023 წლიდან იგეგმება „კარტერ’ს-ის“ დამოუკიდებელი მაღაზიების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით.

პროექტს ფარმაცევტული კომპანია გეფა ახორციელებს. კომპანიის ფრანშიზების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ნანა ჭანტურიას განცხადებით, უმაღლესი ხარისხის საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა კიდევ უფრო გამარტივდა.

„მოხარული ვართ, რომ ყველასთვის საყვარელი ბრენდის უახლესი კოლექციების შეძენა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. გვაქვს განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმები, რის შესახებაც მომხმარებელი პერიოდულად შეიტყობს. ყველასათვის საყვარელ ბრენდ „კარტერ’ს-ს“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მისი ხედვით, არავინ იცნობს ბავშვებს იმაზე უკეთ, ვიდრე კომპანიის ოჯახი. დაარსების დღიდან მისი მთავარი მისიაა, ბავშვებსა და მათ მშობლებს კომფორტი და დაცულობის შეგრძნება შეუქმნას,“ - განაცხადა ნანა ჭანტურიამ.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში „კარტერ’ს-ი“ განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედი სწორედ „კარტერ’ს-ზე“ მოდის. ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც „კარტერ’ს-ისა“ და „ოშკოშის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის გამო, ბრენდს საქართველოშიც საკმაოდ კარგად იცნობენ.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა