აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგ-სემინარები გრძელდება

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საგანმანათლებლო პროგრამები მიმტანების მუშაობის ძირითადი პრინციპების, სასტუმროებსა და კვების ობიექტებში გაყიდვების მართვის, ასევე ადმინისტრატორების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით განაახლა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგების სერია მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული სწავლებით გაიხსნა, რომელზეც სერვისის სტანდარტები, რესტორნის სტრუქტურა, მომსახურების თანმიმდევრობა, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ალგორითმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამაში რეგიონში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებია ჩართული.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარებს სექტორს ყოველწლიურად სთავაზობს. მხოლოდ მიმდინარე წელს, რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 800-მდე პირის გადამზადება მოხდა. ტრენინგები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მას საჯარო ლექციები დაასრულებს, რომელშიც ცნობილი სპიკერები იქნებიან ჩართულები. ტრენინგ-სემინარებზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge-ზე უნდა გაიარონ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა