კახა კალაძე - თბილისის მეტროს განახლების პროექტისთვის ხელშეკრულება კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ არ გაფორმდება, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ეს კომპანია სანქციების ქვეშ მოჰყვეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს განახლების პროექტისთვის კომპანია "მეტროვაგონმაშთან" ხელშეკრულება არ გაფორმდება, ვინაიდან არსებობს ვარაუდი და საშიშროება იმისა, რომ არსებული კომპანია შეიძლება სანქციების ქვეშ მოჰყვეს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს თბილისის მეტროს განახლების პროექტზე საუბრისას განუცხადა.

„ხელშეკრულება ამ კონკრეტულ კომპანიასთან არ გაფორმდება. ალტერნატიულ გეგმას რაც შეეხება, ვმუშაობთ EBRD-სთან და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმება EBRD-ისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომელიც გასულ კვირას მიიღეს.

„ვაგონებთან დაკავშირებით მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს. მასში ჩართულია ასევე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, - აცხადებს კალაძე.

მერმა ასევე ისაუბრა „გოცირიძის“ მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ექსპლუატაციაში შესვლის ვადა ძალიან მალე, მომდევნო დღეებში დასახელდება.

„ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობს და ასევე ის პროცედურები, რაც არის შესასწორებელი. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აღნიშნული სადგური საზოგადოებას ჩვეულებრივად მოემსახურება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშოები ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პროექტი მთლიანად 4 დეკემბერს დასრულდება. ასევე, დედაქალაქის მერის განმარტებით, მომავალ წელის დასაწყისში გაიხსნება მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ქალაქში არსებული სატრანსპორტო პოლიტიკა სწორი პოლიტიკაა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანად ჩანაცვლდა ყვითელი დამპალი, გაუბედურებული მიკროავტობუსები და ავტობუსები ახალი, თანამედროვე ევროპული ავტობუსებით. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა და პარალელურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ქალაქში პრობლემისა და დაბრკოლებების გარეშე გადაადგილდებოდეს და, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც გარკვეული წლები დასჭირდება იმისათვის,რომ ქალაქის მასშტაბით დაინერგოს ანალოგიური მიდგომა“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით