ქუთაისის უნივერსიტეტში ტოლერანტობის დღე აღნიშნეს

ქუთაისის უნივერსიტეტმა USAID-ის მხარდაჭერით, IFES Georgia-ს მიერ, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) ერთად ტოლერანტობის დღე აღნიშნა.

ქუთაისის უნივერსიტეტის ცნობით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე "ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები“, რომლის მიზანიც აკადემიური წრეების, ახალგაზრდობის, მასმედიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ტოლერანტობის თემით დაინტერესებაა.

ცნობისთვის, ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო და როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება, ყოველწლიურად აღინიშნება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს