VELI.store-ზე 70%-მდე ფასდაკლების კვირეული დაიწყო!

ნოემბრის ბოლო პარასკევი ის დღეა, რომელსაც ყველა ონლაინ თუ ოფლაინ შოპინგის მოყვარული ყოველ წელს მოუთმენლად

ელოდება, თუმცა ხშირად ამ ყველასთვის სასურველ ფასდაკლებებს თან დაუსრულებელი საცობები, სალაროებთან რიგები და ბევრი სხვა უსიამოვნო ფაქტორი ახლავს.

VELI.store-ის 14 განსხვავებულ კატეგორიაში იპოვით ყველაფერს, რაც თქვენს სიაშია. თუ ჯერ არ იცით, რის შეძენას გეგმავთ, მაშინ წინ ბევრი აღმოჩენაც გელოდებათ, რადგან აქ რჩეულ ასორტიმენტზე 70%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ.

თუ ტექნიკის შეძენა დიდი ხნის წინ დაგეგმეთ, მაშინ ახლა ამისთვის იდეალური დროა. ველის ტექნიკის კატეგორიაში აღმოაჩენთ წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მათ შორის ახალ ექსკლუზიურ ბრენდ Swan-ს, რომელიც ფერადი, ვინტაჟური დიზაინითა და ბრიტანული ხარისხით გამოირჩევა, აუდიოტექნიკას, სმარტფონებს, ელექტრო ხელსაწყოებს, პლანშეტებს, კომპიუტერულ ტექნიკასა და სხვა 70%-მდე ფასდაკლებით.

წლის საუკეთესო შეთავაზების ფარგლებში კონკრეტული ნივთების წინასწარ დაგროვება, რომლებიც აუცილებლად იცით, რომ დაგჭირდებათ ძალიან ჭკვიანური სვლაა. მაგალითად, იმ მშობლებს, რომლებიც ბავშვებისთვის სპეციალურ საკვებს, პამპერსებსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებს მუდმივად ყიდულობენ, VELI.store-ს 50%-იანი ფასდაკლება ამ კატეგორიაში აუცილებლად გამოადგებათ.

არც ის დაგვიწყებია, რომ ახალი წელი ახლოვდება, ამიტომ თუ თქვენთვის ან ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის საჩუქრების ნაადრევად შერჩევა გადაწყვიტეთ ველის საჩუქრების კატეგორიაში აუცილებლად უნდა შეიხედოთ.

აქ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის ნახავთ საჩუქარს. თუ იმ მეგობრისთვის ეძებთ რაიმეს, რომელსაც თავის მოვლის საშუალებები გამორჩეულად უყვარს, ველიზე ახალ კორეულ ბრენდებს აღმოაჩენთ.

ველის 30 000-მდე უნიკალურ პროდუქტს შორის აუცილებლად მოიძებნება ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც გჭირდებათ, ან არც იცოდით, რომ გჭირდებოდათ. ამიტომ დაზოგეთ დრო, აარიდეთ თავი საცობებს, უსასრულო რიგებს და დაიწყეთ შოპინგი სახლიდან გაუსვლელად VELI.store-ზე. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა, შეკვეთას თბილისში იმავე დღეს თქვენთვის სასურველ დროის ინტერვალში მიიღებთ, საშუალოდ 3 საათში, დილის 9:00-თან ღამის 01:00 საათამდე.

რჩეულ ასორტიმენტზე 70%-მდე ფასდაკლება თვის ბოლომდე გაგრძელდება, მოასწარი წლის საუკეთესო შეთავაზებით შეძენა.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა