აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება

უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარმოადგინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა