BDO Digital-ი მასპინძლობის სექტორს Facility Management-ის თანამედროვე სოფტს სთავაზობს

BDO Digital-ი მასპინძლობის სექტორს Facility Management-ის თანამედროვე სისტემას - Singu FM-ს სთავაზობს. Singu FM-ის მიზანია სასტუმროებს დაეხმაროს გამართულ ფუნქციონირებაში და სტუმრების უმაღლეს დონეზე მომსახურებაში.

სტუმრების კმაყოფილებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს სასტუმროში არსებული აქტივების გამართული მუშაობა, იქნება ეს საშხაპე, კარი, ყავის აპარატი, ლიფტი, გათბობა-კონდიცირება თუ რაიმე სხვა. გარდა თავად აქტივების გამართულობისა, სტუმრები ასევე აქცევენ ყურადღებას იმას, თუ რამდენად ოპერატიულად სწორდება მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემები და ამით აფასებენ სასტუმროს სტაფის ყურადღების დონეს.

ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, Singu FM-ის ფუნქციონალი ორ ძირითად მიმართულებაზე არის კონცენტრირებული:

  1. აქტივების გეგმიური მოვლა - სისტემაში აქტივების გეგმიური მოვლის ციკლების გაწერითა და მათი დროულად შესრულების მონიტორინგით, უზრუნველყოფილია აქტივების სასიცოცხლო ციკლის ზრდა და ტექნიკური გაუმართაობების რისკის შემცირება. ამასთან, მოვლაზე პასუხისმგებელი შესაძლოა იყოს როგორც შიდა ტექნიკური გუნდი, ისე გარე ქვეკონტრაქტორი.
  2. ინციდენტების მართვა - აქტივის გაუმართაობის შემთხვევაში, მისი დაფიქსირება ხდება სისტემაში, თუნდაც მობილურიდან და ამოცანა უმალვე გადაეცემა პასუხისმგებელ ტექნიკოსს. პრობლემის აღმოფხვრას ტექნიკოსი ასევე აფიქსირებს პროგრამაში და ინიციატორი მყისიერად იგებს მისი მოთხოვნის შესრულების შესახებ. შედეგად, პრობლემის გადაჭრის დრო მცირდება, შედეგები კი ყველასთვის გამჭვირვალეა.

საბოლოო ჯამში, სისტემის დახმარებით, სასტუმროები შეძლებენ გრძელვადიან აქტივების სასიცოცხლო ციკლის გაზრდას, პრობლემის გაჩენის შემთხვევაში მის სწრაფად მოგვარებას და ამ ყველაფრის შედეგად, სტუმრების კმაყოფილების გაზრდას. Singu FM-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ პროდუქტის ვებგვერდს.

(R)

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს