აჭარის მთავრობა - ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

„ბაგრატიონის ქუჩაზე გამოიცვალა გრუნტი და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე და განათების სისტემის, დეკორატიული ფილების, ასფალტის საფარის მოწყობა.

ამ ეტაპზე ბათუმში მიმდინარეობს 15-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, დასრულების ეტაპზეა ფარნავაზ მეფის, კობალაძის ქუჩების კეთილმოწყობა. ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ეწყობა მთავარი და მეორეხარისხოვანი ქუჩები.

ბათუმში აქტიურად ფაზაშია, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე სკვერების, მოედნების კეთილმოწყობა, სოციალური სახლებისა და ბაღების მშენებლობა.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასევე გაეცნენ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება