ბათუმში, 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შეიტყო, რომ მას 25 წლამდე მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარის გამო, უწყებამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია 14 წლის მოზარდის მამა. რაც შეხება სავარაუდო დამნაშავეს, 25 წლის მამაკაცს, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

მანამდე ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 14 წლის გოგონა ხელვაჩაურში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობდა.

„14 წლის გოგოს მამამ მომხდარი რომ შეიტყო, მოზარდს სცემა, ასევე მამამ გაარკვია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და ფიზიკურად იმასაც გაუსწორდა. მამა დაკავებულია“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი