„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს

„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ კამპანიაა, რომლის მიზანია, აჩვენოს, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ყველას გვაერთიანებს. კამპანიის გახსნა 22 ნოემბერს „დედაენის ბარში“ შედგა.

კამპანიის ფარგლებში, კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ და კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის, ერთმანეთისაგან ჟანრობრივად, ასაკითათუ მსოფლმხედველობით განსხვავებული 6 არტისტი შეკრიბა. გიორგი უშიკიშვილი და თამადა, ნატომეტონიძე და დავით ჯიქია, ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული - ასე დაწყვილდნენ მომღერლები, რომლებმაც, კამპანიისთვის „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ სამი სიმღერა შექმნეს და დუეტები ჩაწერეს.

არტისტებმა, თავიანთი თანამშრომლობით, ერთი მხრივ, აჩვენეს, რომ განსხვავებულობა, იქნება ესიდეოლოგიური თუ კულტურული, ისევე ჰარმონიულად შეიძლება შეირწყას, როგორც ქართული პოლიფონია. ხმათა და აზრთა მრავალფეროვნებას კი შეუძლია შექმნას ჰარმონია.

„თანაცხოვრება უნდა შეგვეძლოს, უფრო სწორად, შეგვიძლია. ერს, რომელსაც ასეთი მრავალხმიანობააქვს, შეუძლებელია თანაარსებობა არ შეეძლოს“, - ამბობს ნატო მეტონიძე და დასძენს, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი, განსხვავებული აზრების, ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანებას ნიშნავს.

ერთიანობისკენ მოწოდების გარდა, კამპანიის მთავარი სათქმელია, რომ სამშობლოს სიყვარულის მრავალი გზა არსებობს, თუმცა ეს გზა არასოდეს გულისხმობს მტერთან თანამშრომლობას. ამგვარად, არუნდა მივცეთ ეროვნულ სიმბოლოებს ამოფარებულ პრორუსულ ჯგუფებს პატრიოტიზმის მითვისების შესაძლებლობა. გიორგი უშიკიშვილისა და „თამადას“ ერთობლივი კომპოზიცია „მოძმე“ სწორედ იმქართველებს ეხებათ, რომლებიც პატრიოტებად გვაჩვენებენ თავს, მაგრამ, სინამდვილეში, მტერს მოძმედ წარმოგვიჩენენ და მათ „ეკურკურებიან“.

„ქართველებს შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, პატრიოტიზმზეც. ნამდვილად, პატრიოტიზმის გამოხატვის მრავალი ფორმა არსებობს, თუმცა მტერთანდაძმობილება პატრიოტიზმი ვერასდროს იქნება“, - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.

„თამადას“განმარტებით კი, ქართველებმა მტრისა და მოყვარეს ერთმანეთისგან გარჩევა უკეთ უნდა შევძლოთ.

ჟანრობრივად განსხვავებულმა არტისტებმა შეძლეს ქართული სიმღერა მულტიკულტურული ელემენტებით გაემდიდრებინათ. ერეკლე დეისაძის თქმით, “სიახლეების მიმღებლობა ქართველების ტრადიციაა და ნამდვილი პატრიოტიზმი, წარსულის პატივისცემასთან ერთად, ახალი იდეების მიღებით მომავლის შენებაცაა.“

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“, რომელიც 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“კამპანიას რამდენიმე თვის მანძილზე ამზადებდა. კამპანიის საჭიროება კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა ბოლო პერიოდში პატრიოტული მოტივების საფარქვეშ რადიკალური პრორუსული ჯგუფების მიერ აგრესიული და დამაზიანებელი პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების ფონზე. სამივე მუსიკალური კლიპისა და ინტერვიუს მოსმენას ფართო აუდიტორია კოალიცია ინფორმაციის სანდოობის ფეისბუქ გვერდზე შეძლებს. „მრავალი ხმა, ერთი სამშობლოს“ კამპანიის ფარგლებში შექმნილი სამი სიმღერა სხვადასხვა რადიო სადგურებისა და ტელევიზიების მეშვეობით 23 ნოემბრიდან ეტაპობრივად გავრცელდება.

პროექტი ხორციელდება USAID-ისა და ამერიკელი ხალხი მხარდაჭერით.

(R)

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ