11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება

„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე Black Friday-ს ფასდაკლება 30 ნოემბერს სრულდება. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ 11 000 ლარამდე ფასდაკლებითა და 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით.

აქციის პირობებით „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ სასტუმროს ნომრების შეძენის შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი 1600 ლარიდან იწყება. მობინადრეს უძრავი ქონება ჩაბარდება სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და აქსესუარებით. ნებაყოფლობითი გაქირავების სერვისს კი ავსტრიული კომპანია STS Hospitality უზრუნველყოფს.

პრემიუმ კლასის კომპლექსი „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ წიწვოვანი ნარგავების შუაგულში, 10 000 კვ.მ-ზე გაშენებული მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, სრულად გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილ აპარტამენტებს, 15-მეტრიან დახურულ საცურაო აუზს, რესტორანს, ბარსა და სკი დეპოს. ასევე, დამსვენებლებს დახვდებათ საბავშვო გასართობი სივრცეები და პარკინგი. კომპლექსის 50% სრულად არის გამწვანებული.

იმის გათვალისწინებით, რომ ბაკურიანი თითქმის ოთხივე სეზონზე აქტუალური კურორტია, მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 13 300 იყო, 2022 წლის 1-ელ და მე-2 კვარტლებში კი საშუალო თვიურმა რაოდენობამ 15 900 შეადგინა. რაც შეეხება უცხოელი დამსვენებლების რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მხოლოდ 1-ელ და მე-2 კვარტლებში საშუალო ვიზიტებმა 4 200 შეადგინა.

კურორტი არასდროს კარგავს პოპულარობას და წლების განმავლობაში უძრავი ქონების ფასიც გაქირავების ფასთან ერთად იზრდება. შესაბამისად, ბაკურიანში ინვესტირება მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკონტაქტო ინფორმაცია ფოტოზე დაჭერის შემდეგ დატოვონ და მათზე მორგებულ პირობებსა და დამატებით დეტალებს კომპანიის წარმომადგენელი პირადად გააცნობთ:

(R)

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
PSP განცხადებას ავრცელებს