შალვა თადუმაძე - გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს

საქართველოს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს.

ჟურნალისტების კითხვაზე იმ ფონზე, როდესაც არაერთხელ დასმულა შეკითხვა სასამართლო ხელისუფლების მისამართით და გამოთქმულა კრიტიკა, რამდენად აისახება ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე? - თადუმაძემ უპასუხა: “ეს არ არის ჩემი კომპეტენცია”.

მისივე თქმით, ის სასამართლოს “კლანის” წევრი არ არის.

“გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არ არსებობს”, - აღნიშნა თადუმაძემ.

ასევე, კითხვაზე: რა მოსაზრება აქვს ყოფილი მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლის თანახმად, ისინი ე.წ. კლანისა და ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ ზეწოლას განიცდიდნენ იმის გამო, რომ უნდა მიეღოთ ის სასამართლო გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, თადუმაძე პასუხობს, რომ არ იცის, რაზე საუბრობენ მისი კოლეგები.

“არ ვიცი, რას ამბობენ. არ ვარ ამაზე ინფორმირებული. მე თუ მეკითხებით ზეწოლის ქვეშ არასდროს მივქცეულვარ”, - განაცხადა თადუმაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო