ელენე ხოშტარია - თუ პრეზიდენტს პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს შეუძლია ევროპაში შევიდეს, თავისთავად კარგია, მაგრამ ქმედებების გარეშე სიტყვებს დატვირთვა არ აქვს - ქვეყნის ტრაექტორია არ იცვლება

თუ სალომე ზურაბიშვილს პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს შეუძლია ევროპაში შევიდეს, თავისთავად კარგია, რომ ამაზე საუბრობს, მაგრამ ამას ქმედებები თუ არ მოჰყვება, სიტყვებს არანაირი დატვირთვა არ აქვს - ეს არის ილუზიის გამყარება, რომ სწორი პოზიცია აქვს, მაგრამ ქვეყნის ტრაექტორია არ იცვლება, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კომენტარს გამოეხმაურა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ „ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს და სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს“.

„ტონი და შინაარსი, რომლითაც პრეზიდენტი საუბრობს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, კარგია. მისი პოზიცია, რომ ქვეყნის სირცხვილი და ღირსების საკითხია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, თავისთავად დასაფასებელია, რადგან ბევრი ამასაც არ აკეთებს, მაგრამ მოქმედებაა გადამწყვეტი. სასამართლო არ გვაქვს და ამიტომ პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს და სააკაშვილთან მიმართებითაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო რომ გვქონდეს, შეწყალებაზე საუბრის საჭიროება არც იქნებოდა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ევროპაში საქართველოს გაწევრიანებისთვის ყველაზე მარტივი ტესტი პოლიტპატიმრების გამოშვებაა.

„მართლმსაჯულების რეფორმის და ევროპაში ჩვენი გაწევრიანების ყველაზე მთავარი, მარტივი ტესტი, რომლის ჩაბარებაც ერთ წამში შეგვიძლია, პოლიტპატიმრების გამოშვებაა - ნიკა გვარამიას შეწყალება და ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის გამგზავრება. როლი, ფუნქცია და შესაძლებლობა პრეზიდენტს აქვს, ის სწორად საუბრობს უკრაინაზე, ევროპულ პერსპექტივაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოქმედებს. ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი - ან იღებ ევროპულ მომავალზე პასუხისმგებლობას და მოქმედებ, ან შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ეს ქვეყნის ტრაექტორიას ვერ შეცვლის“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა