აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ელჩს რეგიონში არსებული ეკონომიკური და ტურისტული მდგომარეობა გააცნო.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების დადებით დინამიკაზე, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება კულტურის, განათლების და გარემოს დაცვის სფეროებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა