ბათუმში, 14 წლის შვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში, 14 წლის შვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლო პროცესი დაიხურა.

თავის მხრივ, 14 წლის გოგოს მამა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

არასრულწლოვანი კი სახელმწიფო ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ იმყოფება.

ცნობისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შეიტყო, რომ მას 25 წლამდე მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარის გამო, უწყებამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია 14 წლის მოზარდის მამა. რაც შეხება სავარაუდო დამნაშავეს, 25 წლის მამაკაცს, ჯერჯერობით დაკავებული არ არის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა