ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - დიცში მიწა 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფელ დიცში ჩავიდა, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა.

სოფელ დიცის მცხოვრებლები წლების წინ გასხვისებული მიწის ნაკვეთის გამო შეიკრიბნენ და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, რომ აღნიშნული მიწა 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა და პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა სასამართლო დავაა.

"ჩვენ ვიცავთ როგორც მოსახლეობის, ასევე კერძო მესაკუთრის ინტერესებს. ადგილობრივებს პირადად შევხვდი და ვისაუბრეთ. პრობლემის გადაწყვეტა ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გზით დავაა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს მიწა 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაიყიდა. ამის დასტურად არსებობს ოფიციალური დოკუმენტებიც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტერიტორიის გასხვისებასთან ჩვენს ხელისუფლებას კავშირი არ აქვს,“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს