„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე  ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდიუმის სხდომებში მონაწილეობს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მადრიდში, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმის სხდომებში მონაწილეობს. პრეზიდიუმი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ევროპარლამენტის წევრებთან და საერთაშორისო სოციალისტთა (SI) გენერალური მდივნობის კანდიდატ ბენედიქტთა ლასთან ერთად გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდიუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სოციალისტთა (SI) მოქმედ თავმჯდომარე გეორგიოს პაპანდრეუსთან, ევროპარლამენტარებთან და ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიის (PSOE) სხვადასხვა წარმომადგენელთან.

„საერთაშორისო გაერთიანების წევრები ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, მოისმენენ IUSY-ს პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და საკონტროლო კომისიის ანგარიშებს. პრეზიდიუმი იმსჯელებს 2023 წლის სამოქმედო გეგმაზეც.

„ქართული ოცნების“ ახალგზრდული ორგანიზაცია IUSY-ს პრეზიდიუმზე პირველადაა მიწვეული, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მშვიდობის კომიტეტის (PTN) შექმნას უკავშირდება.

მშვიდობის კომიტეტის პირველ პროექტს საქართველომ მიმდინარე წლის სექტემბერში უმასპინძლა, რომლის შემდეგაც კომიტეტის სამომავლო საქმიანობის გეგმა განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ IUSY 100-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს, რომელიც თავის მხრივ, საერთაშორისო სოციალისტთა წარმომადგენელი ორგანიზაციაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო