„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვისაც მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ჯგუფი და მისი დამფუძნებლები, ამ მიმართულებით, უკვე რამდენიმე ათწლეულია საინტერესო და მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებენ. 2016 წლიდან, "სმარტ კაპიტალ ჯგუფისა" და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით დაარსდა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით, რომელიც გადაეცემა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გალობის უნივერსიტეტის ტრადიციული მუსიკის მკვლევარ გამორჩეულ სტუდენტების. სტიპენდიის გაცემისას განმსაზღვრელია სტუდენტის აქტივობები არაფორმალური განათლების მიმართულებით.

24 ნოემბერს, ფონდის დამფუძნებლებმა 2022 წლის სტიპენდიის მფლობელები დააჯილდოეს. ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებოდა გიგი გარაყანიძის მეუღლე მაგდა კევლიშვილი.

წლევანდელი სტიპენდიანტები არიან: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, მონოზონი ნინო სამხარაძე; გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ანსამბლ "იალონის" წევრი თეონა ბენაშვილი; გალობის უნივერსიტეტის ბაკალავრი, ანსამბლ "ლალხორ"-ის ხელმძღვანელი ლიკა ლიპარტელიანი.

მაგდა კევლიშვილი: „სტიპენდია წელს მეშვიდედ გაიცა. სამეცნიერო სივრცეში მან უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. ეს სტიპენდიის დამაარსებლების ფაქიზი დამოკიდებულების დამსახურებაა. გარაყანიძეების ოჯახის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართული გალობას“ და ჩხარტიშვილების ოჯახს. სტიპენდიის დაარსებით ბევრი გვანუგეშეთ, ახალგაზრდა მკვლევრები კი წაახალისეთ.

გულით გილოცავთ სტიპენდიანტებო რჩეულთა შორის მოხვედრას! წარმატებას გისურვებთ პროფესიულ ასპარეზზე!“

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?