ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიშს მოჰყვა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გამოძახებას ექვემდებარებოდა 308 წვევამდელი. მისი თქმით, აქედან ქვეყნის დატოვების გამო, გადავადების უფლებით ისარგებლა 71-მა პირმა. ამ განცხადებას გამოეხმაურა ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია.

მისი თქმით, მიგრაციის მაღალი დონე ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. ოპოზიციის წევრის ამ შეფასებას მმართველი გუნდის წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც ხმაურსა და ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა.

„თუ ქვეყანა დალაგებულია როგორც ისინი ამბობენ, თუ ყველაფერი ზედმიწევნით აქვთ შესრულებული და ღირსება და ყველაფერი დაცულია, მაშინ რატომ მიდის ეს ხალხი ქვეყნიდან? წვევამდელთა გაწვევის სამსახურმა ისეთი სტატისტიკა წარმოადგინა თვალებზე ცრემლი მომადგა. კითხვის დასმის საშუალებას სხდომაზე არ გვაძლევენ, სიმართლეზე პასუხი, რომ არ აქვთ მიდიან პროვოკაციაზე. მე მშვიდად დავსვი კითხვა, მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობაში იყო თავმჯდომარე, ლამის სკამიდან გადმოხტა. ასე არ შეიძლება, ასეთი მდგომარეობა საქართველოში არასოდეს ყოფილა,“- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.

სხდომაზე ოპოზიციამ ხელისუფლება ქვეყნის არაეფექტურ მართვაში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი მათ პროვოკაციის მოწყობაში დასდო ბრალი. როგორც ისინი აცხადებენ, მსგავს “პოლიტიკურ მასკარადს“ შეჩვეული არიან.

„სხდომა საქმიან რეჟიმში მიმდინარეობდა , თუმცა დასასრულს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შემოთავაზებულია პოლიტიკური „მასკარადი“, რასაც შეჩვეული ვართ და რომელიც დაფუძნებულია ძირითადად ცილისწამებასა და დემაგოგიაზე, რეალობის არასწორ შეფასებაზე, რაც მიზნად ისახვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაალ კვინჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო