გონიოში მიწების დაკანონების მოთხოვნით აქცია გამართეს

გონიოში მიწების დაკანონების მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად გონიო-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეკრებილების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან გააგრძელებენ.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

„მოსახლეობამ ხალხთან სასაუბროდ დღეს აჭარის მთავრობის ხელმძვანელი თორნიკე რიჟვაძე მოიწვია”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს