ზუგდიდში სოფელ ნარაზენში ახალი ამბულატორია გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენის ახლად რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ახალი საექიმო ამბულატორიის რეაბილიტირება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდა. მისი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა კი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერეთის“ და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობით მოხდა.

ნარაზენის ამბულატორიამ საჩუქრად კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია ასევე აღიჭურვა ელექტროფორეზის აპარატურით.

ამბულატორიის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მამუკა ცოტნიაშვილთან და ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად დაესწრო.

აქამდე ნარაზენის სოფელს ამბულატორიას საკუთარი შენობა არ ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულება ყოფილი სკოლის ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო