იურიდიული დახმარების სამსახურსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა იურიდიული დახმარების სამსახურს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე ისაუბრა გორის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან გორის იურიდიული დახმარების ბიუროში, სადაც მენტორი-ადვოკატების ზედამხედველობით დაეუფლებიან ადვოკატის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტებში, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო