ბორჯომის მერია - ბორჯომში, ე.წ ექიმების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ბორჯომში, სააკაძის N2-ში, ე. წ ექიმების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

„ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 205 518 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბესთ ბილდ გრუპი" ასრულებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციას მომავალ წელსაც გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო