ბექა დავითულიანი - მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება ემსახურება იმას, რომ მისი მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინოს - არ მჯერა, რომ ამ ადამიანს ისეთი რამ სჭირდეს, რომლის მომსახურებას ჩვენი სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს

მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება არ ემსახურება იმას, რომ მან კანონის ფარგლებში თავი იმართლოს, არამედ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებისთვის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინოს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია საქართველოში, ევროპარლამენტარების პოლიტიკური სპეკულაციაა, რასაც ისინი საკუთარ ქვეყანაში და სხვა პოლიტიკოსის შემთხვევაში არ გააკეთებდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციონერივით რომ გადმოკვეთა საზღვარი, მხოლოდ ისიც კმარა იმისთვის, რომ ადამიანი პატიმრობაში იყოს. ევროპარლამენტარები თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდნენ, არცერთ სხვა პოლიტიკოსზე, რომელიც ასე მოიქცეოდა. ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის, რომ ხელი შეაწმინდო და ეს ყველამ უნდა იცოდეს.

ის, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია, ეს ევროპარლამენტარების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაცია“, - განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავითულიანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი პატიმრის და მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს შესაბამის უწყებას აქვს აღებული და ის განსაზღვრავს, რომელ პატიმარს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება. მისივე თქმით, იმის მაგალითი, რომ პატიმარი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ გაეყვანათ, არ ახსენდება.

მიხეილ სააკაშვილის დაავადებებთან დაკავშირებით სასამართლოს გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე სეზონია, რაც მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის და ჯვარი წერია, მაგრამ თავისი თანაგუნდელები ამბობდნენ, თითქოს და მართლა ბოლო წუთებს ითვლიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტებულია და მისი მკურნალობა „ვივამედში“ მიმდინარეობს და არა ციხის საავადმყოფოში. თუმცა არ მჯერა, რომ ამ ადამიანს ისეთი რამ სჭირდეს, რომლის შესაბამის მომსახურებას ქართული სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს. ამ ქვეყანაში პრაქტიკა იმის, რომ მსჯავრდადებული საზღვარგარეთ გაეყვანათ სამკურნალოდ მძიმე დაავადებების გამო, არ მახსენდება. თუმცა თუ სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი საქმეა და არა ჩემი.

კანონი სტანდარტულს და არა სტანდარტულს არ განსაზღვრავს. კანონშივე არის განსაზღვრული, რამდენიმე შესაძლებლობა იმისი, რომ ვიღაცის მიმართ არასტანდარტული მიდგომა იყოს. მაგალითად: ეს არის პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების მექანიზმი და სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე აღნიშნა, რომ „არა და არასდროს“ და მის შეწყალებას არ აპირებს, ხოლო სასამართლოს კანონის დარღვევას ვერავინ ვერ მოსთხოვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი თავის ჯანმრთელობას რატომღაც თვითონ მიზანმიმართულად იზიანებდა. მესმის, რომ დეპრესიული ფონი აქვს და ოთხ კედელში ყოფნას ვერ ეგუება, ისევე როგორც ვერ ეგუება პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იზრუნოს, რომ მას რაიმე არ დაუშავდეს. რევოლუციისთვის ჩამოვიდა და ციხეში აღმოჩნდა - ეს ყველაფრის საწყისი გახდა.

სასჯელის გადავადების მექანიზმი არსებობს, მაგრამ დასაბუთება სჭირდება, რომ სასჯელის გადავადება აუცილებელია და სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, რა ხდება ხომ იცით? ადამიანებს, როგორც წესი, ქვეყნიდან გაგზავნას უკრძალავენ და სასჯელს უვადებენ, მაგრამ ეს რამდენად აწყობს დაცვის მხარეს, ეს მათი საქმეა.

თუ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლიტიკურად, არ მგონია, რომ დაზიანდეს „ქართული ოცნება“. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩათვალა საჭიროდ და ხელისუფლების ნაწილი სასამართლო ხელისუფლება არ არის და როგორ უნდა დავზიანდეთ?!“, - განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, დავითულიანი ევროპელი კოლეგების მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ და პუტინის პატიმრად მიაჩნიათ და აღნიშნა, რომ ეს მათი პოლიტიკური სპეკულაციაა.

მისი თქმით, არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე.

„ძალიან მარტივად ვიტყვი რომ ტყუიან, პუტინის პირადი პატიმრობა საერთოდ რა შუაშია არ ვიცი, ევროპარლამენტარების მხრიდან ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. ყველა სხვა რამეს თავი რომ დავანებოთ იმ დიდ სცენარში, მიხეილ სააკაშვილი დიდი რევოლუციონერივით რომ გადმოვიდა საზღვართან მხოლოდ ესეც კმარა იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს პატიმრობაში. არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე, რომელიც ასე მოიქცა. ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას