მარნეულმა მშვილდოსნობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, რიგით მეორედ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მშვილდოსნობაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ტურნირზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს.

„21+ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი სალომე ხარშილაძემ, ხოლო 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი თამთა ნავერიანმა დაიკავეს.

ტურნირის ფარგლებში გათამაშდა „თენგიზ ნავერიანის სახელობის თასი" და ფულადი ჯილდო 5000 ლარის ოდენობით, რომლის მფლობელიც სუპერ ფინალის გამარჯვებული, ანრი ბასილაძე გახდა.

ღონისძიება საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო