შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი.

„მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა შენობა სპორტსმენებისა და ადმინისტრაციისთვის. შუახევის ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

დღესვე, შუახევში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუახევობა" აღინიშნა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა