უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
უკრაინის პირველი პირის თქმით, ეს ვიზიტი უკრაინის მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელოვანი სიგნალია, განსაკუთრებით ყველაზე სერიოზული გამოწვევების დროს.
„მადლობას ვუხდი ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად გამოხატული მუდმივად აქტიური და ეფექტური მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"