თორნიკე რიჟვაძე - ბოლო ათი წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგდა და ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს

ბოლო 10 წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგდა და ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული ბიუჯეტით რეგიონის მცხოვრებელთათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა დაიგეგმება.

“მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგებულია და შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ჩვენი მცხოვრებლებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი ზრდა განათლების მიმართულებით. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე განათლების პროგრამებს. შეიძლება აღინიშნოს, რომ უკვე გაისად და შემდეგი სამი თვის განმავლობაში არც ერთი სკოლა არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე და აშენდება ახალი სკოლები”,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო