თორნიკე რიჟვაძე - 2023 წელს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში 150 მლნ ლარის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

2023 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და სპორტული ინფრასტრუქტურა ექვსივე მუნიციპალიტეტში აშენდება,-ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განახლდება ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობა და შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი აღნიშნული პროექტები სრულად დასრულდება.

„ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ ერთი მხრივ იყოს ხარისხიანი და ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ყველა დონეზე ვუმასპინძლოთ და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები გავმართოთ. ჩვენ მომდევნო წელს ვმასპინძლობთ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატს და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი და ქალაქი აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისთვის შესაბამისად მოემზადოს. ყველა მუნიციპალიტეტში სარაგბო სტადიონების მშენებლობა იწყება. ასევე, ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მომდევნო წელს განხორციელდება ჭადრაკის სასახლის მშენებლობა იქნება“,- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, გუშინ, შუახევის მუნიციპალიტეტში „ფიფას“ სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ქობულეთში პროექტირების სამუშაოები ახალი სასპორტო კომპლექსის მშენებლობისთვის დასკვნით ეტაპზეა. ასევე, ხელვაჩაურში და ქედაში ახალი სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი აშენდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო