საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე

სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორებზე საუკეთესო შეთავაზებები კვლავ გრძელდება. ეწვიეთ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებს - ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი - და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი სამსუნგის ტელევიზორი ფასდაკლებით. აქცია ვრცელდება როგორც სტანდარტულ, ასევე ე.წ Lifestyle მოდელებზე.

სამსუნგის ტელევიზორის შეძენისას, გარდა ბრენდისა და ტექნიკური მახასიათებლებისა, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ოფიციალურია თუ არა პროდუქტი. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ საქართველოში შეძენილი ტელევიზორი იყოს გარანტირებულად ახალი და ჩვენი რეგიონისთვის წარმოებული - აუცილებელია იგი მოვიკითხოთ სამსუნგის პარტნიორების მაღაზიებში. ტელევიზორის ჩართვისას პროგრამამ უნდა აგვარჩევინოს რეგიონი და ჩვენთვის სასურველი ენა. არაოფიციალური პროდუქტის შეძენისას არსებობს რისკი, რომ იგი საქართველოში გაყიდვამდე იყო გახსნილი, მასში ჩაწერილია გაურკვეველი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ არის განკუთვნილი ჩვენი რეგიონისთვის.

ოფიციალური ტელევიზორების პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს გადმოვტვირთოთ და ვისიამოვნოთ ნებისმიერი ქართული აპლიკაციით - როგორიცაა Silk Go, Setanta, და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ სამსუნგის ტელევიზორის ძებნის ველში ქართული აპლიკაცია არ მოიძებნა, დიდი ალბათობით ეს ტელევიზორი არ არის ოფიციალური პროდუქტი.

ოფიციალური პროდუქტის შეძენისას, თქვენ მიიღებთ 2 წლიან გარანტიას მწარმოებლისგან, ხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას მიიღებთ სამსუნგის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური ტექნიკოსები და გამოიყენებენ სამსუნგის გარანტირებულად ორიგინალ ნაწილებს.

შეგახსენებთ, რომ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან - ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი - სადაც არ გარისკავთ და შეიძენთ სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორს, ასევე შეძლებთ ჩაერთოთ აქციაში და მიიღოთ ფასდაკლებები ბრენდისგან.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო