საკანონმდებლო ცვლილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს პარლამენტს უშუალოდ სამსახურის უფროსი წარუდგენს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება განიხილა, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, უშუალოდ სამსახურის უფროსი პარლამენტს, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა წარუდგენს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქმედი ნორმის მიხედვით, პარლამენტს ანგარიშს სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე წარუდგენს.

შემოთავაზებული ცვლილების პარლამენტის მიერ მიღების შემდეგ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოვა.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების და დახვეწის მიმართულებით, 2022 წლის 3 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესს შეეხო.

კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს