საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია

საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია კინოთეატრების ქსელ „კავეასთან“ ერთად აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია.

პროექტის მიზანია მოახდინოს პოემის „ვეფხისტყაოსანის“ კიდევ უფრო პოპულარიზაცია მოზარდებში და წაახალისოს ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი უნარები.

თუ ხარ 12 დან 18 წლამდე, წაკითხული გაქვს „ვეფხისტყაოსანი“ ძირითადი, ან მისი ადაპტირებული ვერსია და შეგიძლია რომელიმე ეპიზოდის ილუსტრირება, მაშინ ეს შანსი არ უნდა გამოტოვო.

5 დეკემბრამდე გამოგვიგზავნე შენი ილუსტრაცია, რომელსაც შექმნი A3-ის ფორმატის ვერტიკალურ ფურცელზე ან ტილოზე. გადაუღე ფერადი, მაღალი ხარისხის ფოტოსურათი, მოჭერი სუფთად (crop) ისე რომ ფოტოზე სრულად ჩანდეს ნახატი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ატვირთე შემდეგ ბმულზე https://ug.edu.ge/ge/gafa-registration-form

მიუთითე ნამუშევრის დასახელება და მოკლე აღწერილობა მაქს 100 სიტყვა, რაც მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ ფოტო იყოს jpg ფორმატში 150 რეზოლუციით.

აღნიშნული ნახატების ციფრული ვერსია გამოფენის გახსნის დღიდან, 7 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით იტრიალებს კინოთეატრ ამირანის ფოიეში განთავსებულ მონიტორებზე.

ჟიურის მიერ შერჩეული 20 ნამუშევარი კი გამოიფინება კინოთეატრ ამირანის ფოიეში და ავტორები მიწვეულ იქნებიან სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ვეფხისტყაოსანის“ პრემიერაზე კინოთეატრ "ამირანში", სადაც საშუალება ექნებათ შეხვდნენ ფილმის შემქმნელებს და იმ პერსონაჟების მსახიობებს, რომლებიც შესაძლებელია თავადაც ჰქონდეთ ასახული ილუსტრაციებში.

ჟიური

მირზა პაპუნა დავითაია - ფილმის ვეფხისტყაოსანიდამდგმელი მხატვარი და რეჟისორი

გია ბუღაძე - მხატვარი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი

ლევან ბერძენიშვილი - ფილოლოგი

კოკა თოფურია - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი. მოყვარული მხატვარ ილუსტრატორი

ბუბა კუდავა - გამომცემელი, ისტორიკოსი

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო