ხატია დეკანოიძე - უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი

უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ორგანიზატორობით გამართული კონფერენციის შესახებ მმართველი გუნდის წევრთა განცხადებებს გამოეხმაურა.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, აშშ- ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ლობისტია და სახელმწიფო ინტერესებისთვის არ მუშაობს.

„მათ ძალიან კარგად იციან განმარტება თუ რას ნიშნავს პარტნიორი და მეგობარი და რას ნიშნავს ლობისტი, ლობისტები არიან ის წარმომადგენლობა და კომპანიები, რომლებშიც ძალიან დიდ ფულს იხდის "ქართული ოცნება" და მათ შორის, ყველაზე დიდი ლობისტი ბიძინა ივანიშვილის აშშ- ში არის ელჩი ზალკალიანი, რომელიც არაფერს აკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია საერთაშორისო არხებზე, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, მისი ძირითადი საქმიანობა არის იმის ლობირება, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, სხვა საქმიანობით ის დაკავებული არ არის. მეტიც, „ქართული ოცნება“ იხდის დიდი რაოდენობით ფულს და დაიქირავა ლობისტური კომპანიები, რომლებიც არა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის მუშაობენ, რომ მისი ფინანსური კაპიტალი იყოს დაცული. ამიტომ ვურჩევდი უმრავლესობას, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა