თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორების გენდერული ტენდენციების საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით ჩატარდა.

„კონფერენციის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორების გენდერულ ჭრილში განხილვა და ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიებაზე, მხარეებმა ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შშმ პირთა ჯანდაცვის გენდერულ ასპექტებს შესახებ. ასევე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და მათთვის შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობის საკითხები.

აღნიშნულ საკითხებზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ ისაუბრეს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის