ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვგრძნობთ გერმანიის პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური კლასის ძალიან დიდ მხარდაჭერას

გერმანულ-ქართული თანამშრომლობა და ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე არის სულ სხვა ნიშნულზე. ჩვენ ვგრძნობთ გერმანიის პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური კლასის ძალიან დიდ მხარდაჭერას, ჩვენ ვისმენთ და ჩვენი საზოგადოება ისმენს კანცლერის მხარდამჭერ განცხადებებს და ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება, ჩვენ ამის იმედი აღგვითქვეს და მზად ვართ რომ შემდგომშიც ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამეტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

ანრი ოხანაშვილის თქმით, შეხვედრებზე გერმანელი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

მისივე თქმით, გერმანიას, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით დიდი გამოცდილების ქვეყანას, პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.

„ჩვენ ვართ მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში ჩვენს კოლეგებთან ბუნდესტაგში, ვაწვდით მათ დამატებით ინფორმაციას, თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა ის პირობა და ამოცანა, რომელიც გვაქვს ჩვენ ევროკავშირის მხრიდან განსაზღვრული.

ფაქტია, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ყველას კარგად მოეხსენება თუ რაოდენ დიდია გერმანიის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

ისტორიულად გერმანია მხარს უჭერდა და დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული ქვეყნის განვითარებას და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მაშინ, როდესაც გერმანიას, ევროკავშირის ფარგლებში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ხმა და საკმაოდ დიდი პოლიტიკური წონა. გერმანიას როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით დიდი გამოცდილების ქვეყანას ძალიან პოზიტიური როლის მოხდენა შეუძლია იმ გადაწყვეტილების მიღებაზე რომელიც უნდა იყოს მიღებული ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში" , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი