ირაკლი ზარქუა - გარკვეული ჯგუფები ბოროტად იყენებენ მათი ლიდერის, სააკაშვილის სახელს - ხან მოწამვლას აბრალებენ, ხან დარიშხანის ჩაყრას

გარკვეული ჯგუფები ბოროტად იყენებენ მათი ლიდერის, სააკაშვილის სახელს - ხან მოწამვლას აბრალებენ, ხან დარიშხანის ჩაყრას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მედიასთან განაცხადა.

ზარქუას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა დაიდოს დასკვნა, „თუ რა სჭირს“.

„1 წელია მთელი საქართველო ელოდება ესა თუ ის ექსპერტი რა დიაგნოზს დასვამს. მარიამ ჯიშკარიანი ჩვეულებრივ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია. მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 2 დღეში მახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა ჯიშკარიანი. არ მაქვს კომპეტენცია, რომ დიაგნოზებზე ვისაუბრო, მაგრამ ერთადერთი შემიძლია ვთქვა: დადონ დასკვნა, რას სჭირს პატიმარ სააკაშვილს და შესაბამისად გვექნება კითხვა პენიტენციურ სისტემასთან, შეუძლია თუ არა ამ სერვისის გაწევა.

მგონია, რომ გარკვეული ჯგუფები, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლებიც აქცენტირებულები არიან კეზერაშვილი გადაინაწილონ, ბოროტად იყენებენ მათი ლიდერის სააკაშვილის სახელს - ხან მოწამვლას აბრალებენ, ხან დარიშხანის ჩაყრას. ამ დროს გამოდის ის კაცი და ამბობს, რომ არც მოწამლული ვარო და მისი სახელის ხსენება აუკრძალა კიდეც.

იმ ჯგუფებში, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებს წარმოადგენენ, არ აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილის თემა, უბრალოდ იმ არჩევნებში, რაც აქვთ შიგნით, მაგისთვის სჭირდებათ“, - განაცხადა ზარქუამ.

ამასთან ირაკლი ზარქუამ უპასუხა პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ბერკეტთან დაკავშირებულ კითხვასაც, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე „არგუმენტირებულად თქვა: არ და არასოდეს“. შესაბამისად, ზარქუას თქმით, არ აქვს პასუხი, რატომ უნდა შეიცალოს აზრი პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო