ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

ბაზისბანკის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული ინვესტიციით, დეველოპერული კომპანია ნიუ მოლი, რუსთავში ახალ სავაჭრო ცენტრსა და მასთან მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

მშენებლობა 9,100 კვ. მ. მიწის ფართობზე, 3 სართულზე განლაგებულ სავაჭრო ცენტრსა და 11 სართულიან ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს გააერთიანებს. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დასრულდება.

სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმლის და პარფიუმერიის მაღაზიები, კვების ობიექტები, გასართობი და ფინანსური მომსახურების სივრცეები განთავსდება. პროექტში ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 16 მლნ ლარს შეადგენს, რაც სრულად მოხმარდება კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს რეგიონებში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა