აჭარა ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, IBTM World- ის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 15 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ.

მათი ინფორმაციით, ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ.

„IBTM World არის წამყვანი გლობალური ღონისძიება შეხვედრების, ინსენტივების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ინდუსტრიაში. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-ზე მეტი ტურისტული მიმართულება და მომწოდებელი მონაწილეობს, რაც საქმიანი კავშირების დამყარებისა და ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა. გამოფენის პარალელურად ტარდება არაერთი პრეზენტაცია და წამახალისებელი აქტივობა ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაცნობად.

გამოფენის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჟურნალ ,,The Headquarters" წარმომადგენლებთან, რომლებიც MICE ტურიზმის მიმართულებით ამზადებენ სტატიებს. ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში