ლევან იოსელიანი მიხეილ ჩხენკელს - გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბარს დაუთმეთ - მაინტერესებს, რა კავშირი გაქვთ ამ უნივერსიტეტთან?

თქვენი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბარს დაუთმეთ, რომელიც კერძო ინვესტიციით აშენებული უნივერსიტეტია - მაშინ რატომ არ საუბრობთ თავისუფალ უნივერსიტეტზე, კავკასიის უნივერსიტეტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე? - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რომელიც პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

იოსელიანი დაინტერესდა, მინისტრმა სხვა უნივერსიტეტებზე საუბარს, რატომ არ დაუთმო დრო.

“თქვენი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბარს დაუთმეთ. მართლა მაინტერესებს თქვენ, როგორც განათლების მინისტრს, რა კავშირი გაქვთ ამ უნივერსიტეტთან? პერსონალურად შეიძლება გაქვთ კავშირი, მაგრამ განათლების სამინისტროს რა წვლილი აქვს იმაში, რომ ერთმა ადამიანმა ინვესტიცია ჩადო, უნივერსიტეტი ააშენა და თქვენ თქვენი მოხსენების მნიშვნელოვან ნაწილს ამ უნივერსიტეტზე საუბარს უთმობთ და ამას სისტემის წარმატებად წარმოაჩენთ.

ეს არის კერძო უნივერსიტეტი, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ არცერთი არ გიხსენებიათ“, - მიმართა მიხეილ ჩხენკელს ლევან იოსელიანმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში