შალვა პაპუაშვილი - ხედვა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან  დაკავშირებით

ხედვა, რომელიც წარმოდგენილი იყო, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არ არის მხოლოდ სიტყვები, არამედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას და მათ შორის, პროცესზე, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მთავარი გზავნილები, რაც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ დღევანდელი გერმანიის მთავრობა, ეს არის მთავრობა, რომელიც მომხრეა ევროკავშირის გაფართოების , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მაღალი დონის შეხვედებს მართავს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე დინამიკას და გერმანია ამას უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

„ეს არ უნდა იყოს პროცესი პროცესისთვის, არამედ უნდა იყოს პროცესი, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმ შედეგის მიღწევას, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.

ამ მხრივ, ჩვენ, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში ვნახეთ, რომ ძალიან ახლოს აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმ დინამიკას, რომელიც საქართველოშია. ევროკომისარის ვიზიტი, რომელიც სულ ახლახანს იყო, ამასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, სწორედ ეს არის ნიშანი, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოშია, ხედავენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა თავისი რეზულტატი მოიტანოს გადაწყვეტილებების სახით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო