ალექსანდრე რაქვიაშვილი - ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს

ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

„განათლების სისტემა ზიანდება იმით, რომ ადამიანების ნაწილი უნივერსიტეტში მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჯარში. თქვენ თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ეს იქნება ამ თემის ირგვლივ დისკუსიის კიდევ დამატებითი ელემენტი, რომელმაც შეიძლება, ადრე თუ გვიან მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ უნივერსიტეტის პროფესორს ჰქონდეს სტუდენტების შეფასების უფლება და არა განათლების სამინისტროს.

„ვიღაცას გაუჩნდა მცდარი იდეა, რომ განათლების სამინისტრო, რაღაცნაირად უნდა ერეოდეს შეფასების სისტემაში. იმაში, რაც, თავიდან ბოლომდე ლექტორის და პროფესორის პასუხისმგებლოობაა. პროფესორი ასწავლის, მერე ამ სწავლის შეფასება შეუძლია და ის არის ამაზე პასუხისმეგებლი და არა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არა განათლების სამინისტრო", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო