წონიარისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალების თანამონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბულინგის და სხვადასხვა მათთვის საინტერესო საკითხზე ესაუბრა. პარალეგალებმა მოსწავლეებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებსა და მობილური აპლიკაციის - LAS Georgia-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, შეხვედრის ბოლოს საინტერესო დისკუსია გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახურში განმარტავენ, რომ პროექტ "პარალეგალის" ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, მოსახლეობას პირველად სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

სამსახური მადლობას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი