ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გია მურღულიას საჯარო ლექცია ჩატარდა

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ადამიანი - ემპათია - ლიტერატურა“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გია მურღულიამ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების მაგალითზე ისაუბრა სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულის, მეგობრობის, სახელმწიფო ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ემპათიის გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოების ჩამოყალიბება.

„სტუმარმა აღნიშნა, რომ მხატვრული ლიტერატურა ეს არის ადამიანის გამხნევება და ადამიანის წაქეზება, რომ ის არ იყოს ეგოისტი, რომ მას ახსოვდეს ვის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

ცნობილმა ფილოლოგმა სტუდენტებს საკუთარი წიგნები - „საუბრები უფროსკლასელებთან” და ,,ცხრის ნახევარზე” წარუდგინა და გამოცემები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

შეხვედრა ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი