სოფელ მახუნცეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომის” ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია გრძელდება.

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე პარალეგალები - არაიურისტი პირები, რომლებიც სპეციალური გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, მოსახლეობას პირველად სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ.

„მახუნცეთის მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. პარალეგალებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: მემკვიდრეობის მიღება, განქორწინება, დამცავი და შემაკავებელი ორდერი. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და პარალეგალებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ სამართლებრივ შეკითხვებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო